loader

ალბანეთში დილის 4 საათზე 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა: "ერთი პირი პანიკური შეტევისას შენობის ფანჯრიდან გადახტა და გარდაიცვალა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალბანეთში დილის 4 საათზე 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა: "ერთი პირი პანიკური შეტევისას შენობის ფანჯრიდან გადახტა და გარდაიცვალა"

ალბანეთში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე დიდი მიწისძვრა მოხდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დილის 4 საათზე დაფიქსირდა.

ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, ერთი ადამიანია გარდაცვლილი. ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ის პანიკური შეტევისას შენობის ფანჯრიდან გადახტა.

მედიის ინფორმაციით, მეხანძრეები და მაშველები ცდილობენ, ნანგრევებში მოყოლილი პირები გამოიყვანონ. "როიტერსთან" ადამიანები აცხადებენ, რომ ახლობლებს ვეღარ უკავშირდებიან და დახმარებას ითხოვენ.