მძაფრი კადრები პირდაპირ შემთხვევის ადგილიდან: პოლიციამ მოკლა შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ლონდონის ხიდზე ხალხს თავს ესხმოდა
19:30 / 29-11-2019
მედიასაშუალების ინფორმაციით, ხიდზე, დანით შეიარაღებული უცნობი პირი ხალხს თავს ესხმოდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ დამნაშავის ლიკვიდაცია განახორციელა.
მანამდე ინტერნეტში განთავსდა ფოტო, რომელშიც ჩანს სატვირთო ავტომანქანა, რომელმაც ხიდზე სამანქანო მოძრაობა ნაწილობრივ შეაჩერა. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ადამიანების სრული ევაკუაცია განახორციელა.
ადგილზე ასევე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები.