loader

ვიდეოში ჩანს, როგორ ჰყავთ დაკავებული გამვლელებს ტერორისტი, რომელსაც მოგვაინებით, პოლიცია ესვრის - 28 წლის მამაკაცმა 2 ადამიანი მოკლა, 3 კი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოში ჩანს, როგორ ჰყავთ დაკავებული გამვლელებს ტერორისტი, რომელსაც მოგვაინებით, პოლიცია ესვრის - 28 წლის მამაკაცმა 2 ადამიანი მოკლა, 3 კი დაჭრა

მამაკაცი, რომელმაც ლონდონის ხიდზე დანით 2 ადამიანი მოკლა, 3 კი დაჭრა, ტერორიზმში მსჯავრდებული 28 წლის უსმან ხანია, რომელიც ციხიდან შარშან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

გამოცემა The Times-ის ცნობით, უსმან ხანი, რომელიც სასჯელს 2012 წლიდან იხდიდა, ციხიდან 2018 წელს გაათავისუფლეს, თუმცა მასზე "ელექტრონული სამაჯურის" საშუალებით მონიტორინგი ხორციელდებოდა.

ინციდენტი ლონდონის ხიდზე გუშინ, ადგილობრივი დროით 13:58 საათზე მოხდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაიჭრა 3 ადამიანი. თავდამსხმელს ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ესროლეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

პოლიციამ თავდასმხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.