loader

როგორ შეაჩერეს გამვლელებმა 28 წლის ტერორისტი, რომელმაც ლონდონის ხიდზე 2 ადამიანი მოკლა, 3 კი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეაჩერეს გამვლელებმა 28 წლის ტერორისტი, რომელმაც ლონდონის ხიდზე 2 ადამიანი მოკლა, 3 კი დაჭრა

ლონდონის ხიდზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 28 წლის უსმან ხანი იყო, რომელიც 2012 წელს ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ის ციხიდან 2018 წელს გაათავისუფლეს, თუმცა მასზე "ელექტრონული სამაჯურის" საშუალებით მონიტორინგი ხორციელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ლონდონის ხიდზე 29 ნოემბერს მოხდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაიჭრა 3 ადამიანი. თავდამსხმელს ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ესროლეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. პოლიციამ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.