loader

უკრაინელ დეპუტატს 3 წლის შვილი მოუკლეს - საზარელი ტრაგედია კიევის ცენტრში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელ დეპუტატს 3 წლის შვილი მოუკლეს - საზარელი ტრაგედია კიევის ცენტრში

დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა უკრაინელ დეპუტატზე, ვიაჩესლავ სობოლევზე, კიევის ცენტრში თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც მისი სამი წლის ვაჟი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კიევის საოლქო საბჭოს წევრი და ბიზნესმენი "რენჯ როვერის" მარკის ავტომობილით მოძრაობდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა ავტომობილის მფლობელისა და მსხვერპლის ვინაობას არ ასახელებს.

"ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად, ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა", - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, სობოლევის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანია ფიგურირებს სისხლის სამართლის გამოძიების საქმეში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.