loader

საზარელი მომენტი, როდესაც ნიუ-ჯერსიში ატეხილ სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა - რა ხდებოდა პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის ტრაგედიის ადგილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი მომენტი, როდესაც ნიუ-ჯერსიში ატეხილ სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა - რა ხდებოდა პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის ტრაგედიის ადგილზე

ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ნიუ-სითიში მომხდარი სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელი და ორი თავდამსხმელია.

თავდაპირველად სროლა სასაფლაოსთან ახლოს მოხდა, სადაც ორმა შეიარაღებულმა პირმა მათთან მიახლოებულ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა.

დაპირისპირება თავდამსხმელებსა და პოლიციის სხვა ოფიცრებს შორის კოშერის სუპერმარკეტში გაგრძელდა, რასაც სამი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპნენ თავდამსხმელებიც. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები მოპარული სატვირთო ავტომობილით მოძრაობდნენ, რომელშიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. მათივე თქმით, აღნიშნულ მოწყობილობას ექსპერტიზა უტარდება.