loader

"ეს მათ გამოადგებათ" - დუმის დეპუტატმა სკოლის გახსნაზე ჩინოვნიკებს ვაზელინი აჩუქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს მათ გამოადგებათ" - დუმის დეპუტატმა სკოლის გახსნაზე ჩინოვნიკებს ვაზელინი აჩუქა

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვადიმ ბულავინოვმა ნიჯეგოროდის ოლქში, სკოლის გახსნაზე, ადგილობრივ ჩინოვნიკებს ვაზელინი აჩუქა.

რუსული მედიის ინფორმაციით, კოლის მშენებლობა ათეული წლები მიდოდა და მის გახსნაში თავად სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. მშენებლობა იმდენად გაჭიანურდა, რომ ადგილობრივებს პროკურატურისთვის მიმართვაც კი დასჭირდათ.

"მესმის, რომ მალე აქ მოვა თავად ოლქის გუბერნატორი, რათა საკუთარი თვალით ნახოს შედეგი. ამიტომ მინდა ვაჩუქო ადმინისტრაციის უფროსს, რომელსაც მშენებლობის ვადებისა და ხარისხის კონტროლი ებარა, და დაქირავებულ მუშახელსაც ეს ვაზელინის ქილა. ის მათ გამოადგებათ," - განაცხადა ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ბულავინოვმა.