loader

შოკისმომგვრელი კადრები - აღმოაჩინეს "საშინელებათა სახლი", სადაც მამაკაცი 7 წლის განმავლობაში საკუთარ ქალიშვილს აუპატიურებდა, 8 შვილს და იარაღის არსენალს მალავდა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი კადრები - აღმოაჩინეს "საშინელებათა სახლი", სადაც მამაკაცი 7 წლის განმავლობაში საკუთარ ქალიშვილს აუპატიურებდა, 8 შვილს და იარაღის არსენალს მალავდა (+18)

სანკტ პეტერბურგის ოლქის ერთ-ერთ სოფელში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს "საშინელებათა სახლი", სადაც მამაკაცი 7 წლის განმავლობაში საკუთარ ქალიშვილს აუპატიურებდა. 46 წლის ბიზნესმენი საკუთარ კერძო სახლში 8 ბავშვს და იარაღის არსენალსაც მალავდა. 

შოკისმომგვრელი კადრები რუსულ მედიაში გავრცელდა და მთელი საზოგადოება შეძრა. 46 წლის ალექსანდრ ბოვტი საკუთარი 13 წლის ქალიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროებისა და ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს.

თავად მამაკაცი, რომელიც ბიზნესით იყო დაკავებული, ამტკიცებს, რომ რუსეთის ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი და სპეცაგენტია. ჩხრეკის შედეგად სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი, ასევე ჯავშანჟილეტები და სისხლიანი ლეიბები. სახლიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს 7 მოზარდი, რომელთა შორის უფროსი 19 წლისაა. საგულისხმოა, რომ მათი დედა დაკავებული მამაკაცის ბიძაშვილი სვეტლანაა.

სახლის ეზოში პოლიციამ უზარმაზარი ხის ჯვარი და მის ქვეშ გათხრილი ორმოც აღმოაჩინა. მეზობლების თქმით, ოჯახი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და კონტაქტზე ნაკლებად გამოდიოდა. ზოგიერთმა მათგანმა ბოვტები სექტანტებადაც მოიხსენია.