loader

"ნაძირალა, ანტისემიტური ღორი!"- პუტინმა პოლონეთის ყოფილი ელჩი უშვერი სიტყვებით გალანძღა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაძირალა, ანტისემიტური ღორი!"- პუტინმა პოლონეთის ყოფილი ელჩი უშვერი სიტყვებით გალანძღა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიაში პოლონეთის ყოფილი ელჩი უშვერი სიტყვებით გალანძღა, როცა მის მიერ ჰიტლერისთვის გაგზავნილ წერილს აფასებდა.

საუბარი ეხება ჰიტლერის გეგმას, რომლის მიხედვითაც მესამე რაიხის ლიდერი ევროპაში მცხოვრები ებრაელების აფრიკაში გადასახლებას გეგმავდა. ეს მოსაზრება მან გერმანიაში პოლონეთის ელჩს გაუზიარა, რომელიც იდეით კმაყოფილი დარჩა, რაც, რუსული მედიის ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანიასთან მიმოწერითაც დასტურდება.
უფრო მეტიც, პოლონეთის ყოფილი ელჩი უიზეფ ლიპსკი იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ ფიურერს ვარშავაში მისი ძეგლის დადგმასაც კი დაჰპირდა, თუ ეს უკანასკნელი ებრაელების მასობრივ განადგურებას უზრუნველყოფდა.