X
"გვიერთდებით ბელარუსში, წინააღმდეგნი იქნებიან რუსები?" - ლუკაშენკო რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლას სთავაზობს
12:55 / 25-12-2019
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა.

"ძალიან მარტივი ვარიანტია, რომელსაც რუსეთშიც და ბელარუსშიც მიიღებენ. თქვენ შემოგვიერთდებით ბელარუსში. რა, წინააღმდეგნი იქნებიან რუსები? არა. ბელარუსები, ისინი, ვინც ახლა ასე გაბრაზებულები არიან? - არა", - განაცხადა ხუმრობით ლუკაშენკომ "ეხო მასკვის" ეთერში.

"თქვენ, ზოგიერთები, რომლებიც გვეპატიჟებით რუსეთის შემადგენლობაში, რატომ არ განიხილავთ ამ ვარიანტს?", - დასძინა პრეზიდენტმა.

იქამდე ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ მოსკოვი მინსკზე ზეწოლას ახორციელებს. შეგახსენებთ, მედია აქტიურად წერს ბელარუსისა და რუსეთის ე.წ. ინტეგრაციის შესახებ, რომლის შედეგადაც ორ ქვეყანას ერთიანი პარლამენტი და მთავრობა ეყოლობა, თუმცა მინსკში ამ განცხადებებს დეზინფორმაციად აფასებენ.



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
სამწუხაროდ, კუნძულზე ვირუსი სწრაფად ვრცელდება - რა ვითარებაშია გიორგი ლორია
მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს
არის თუ არა უსაფრთხო სასეირნოდ გასვლა? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი 
პანდემია შეიძლება დასრულდეს მაის-ივნისში, თუმცა... - ამირან გამყრელიძე
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის მიმართვა, რომელმაც იტალია შეძრა - "არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს, რა გამოსცადა ჩემმა სხეულმა, სულმა და გონებამ" [ქართული ტიტრებით]
"პირბადეები გაიკეთეთ, რა, მე კორონადან გამოვედი" - ექიმი ჟურნალისტებს
საშიშია თუ არა კორონავირუსი მათთვის, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი?
"იანვარში მქონდა ეს ვირუსი" -  კომენტარი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა