loader

სომალიში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომალიში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

სომალიში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „როიტერსი“ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით იუწყება.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ბევრი სტუდენტია.

აფეთქება გუშინ დილით, დედაქალაქ მოგადიშოში მოხდა, როდესაც პიკის საათის დროს, მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია, თუმცა დედაქალაქის მერმა აფეთქებაში ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ისლამური დაჯგუფება ალ-შაბააბი დაადანაშაულა.