loader

"ამერიკელი ჯარისკაცები და ოფიცრები შინ კუბოებით დაბრუნდებიან" - "ჰეზბოლის" ლიდერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამერიკელი ჯარისკაცები და ოფიცრები შინ კუბოებით დაბრუნდებიან" - "ჰეზბოლის" ლიდერი

დაჯგუფება "ჰეზბოლის" ლიდერის, ჰასან ნასრალას თქმით, ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებს ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო დიდი ფასის გადახდა მოუწევთ და შინ კუბოებით დაბრუნდებიან.

"სამართლიანი დასჯის სამიზნე რეგიონში განთავსებული ამერიკული სამხედრო ძალაა: ამერიკული სამხედრო ბაზები, სამხედრო-საზღვაო ხომალდები, თითოეული ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერი ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონში", - განაცხადა ჰასან ნასრალამ. მისივე მტკიცებით, ამერიკის მშვიდობიან მოსახლეობას არ უნდა შეეხონ, ვინაიდან ეს დონალდ ტრამპის დღის წესრიგს ემსახურება.