loader

ირანის სულიერი ლიდერის მიმართვა და ირანელი მოსახლეობის შეძახილები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანის სულიერი ლიდერის მიმართვა და ირანელი მოსახლეობის შეძახილები

წუხელ ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით, - ამ სიტყვებით მიმართა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელ მოსახლეობას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ხამენეიმ სიტყვით გამოსვლისას ირანის მიერ ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

მოსახლეობამ მას უპასუხა ფრაზით: „სიკვდილი ამერიკას“.

ხამენეიმ დასძინა, რომ როდესაც საქმე კონფრონტაციას ეხება, ამგვარი სამხედრო მოქმედება საკმარისი არ არის.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მავნე ყოფნა აქ უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ირანის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებულნი, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. როგორც სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა.