loader

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარს აცხადებენ - რა გეგმები აქვს წყვილს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარს აცხადებენ - რა გეგმები აქვს წყვილს?

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარის თქმას და მუშაობით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას აპირებენ. ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი აპირებენ თავიანთი დრო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გაანაწილონ. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი განმარტავენ, რომ დედოფლის მიმართ თავიანთი მოვალეობების შესრულებას გააგრძელებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წყვილი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნას აპირებს.