loader

ირანული მედია რაკეტისა და უკრანული თვითმფრინავის შეჯახების ახალ კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანული მედია რაკეტისა და უკრანული თვითმფრინავის შეჯახების ახალ კადრებს ავრცელებს

ირანის რევოლუციური გვარდიის გენერლის, ამირ ალი ხაჯიზადეს თქმით, რა გადაწყვეტილებასაც მთავრობა მიიღებს, გვარდია მას შეასრულებს. ამის შესახებ მან "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, თეირანში "უკრაინის ავიახაზების" ჩამოგდებაზე სრული პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი შეცდომით "მტრულ სამიზნედ" აღიქვეს, რადგან სამხედროები "მზაობის უმაღლეს დონეზე" იყვნენ.

"ბოინგ 737" თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა. ვიდეოს Iran News Wire ავრცელებს.