დააკავეს ადამიანი, რომელმაც ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ამსახველი პირველი ვიდეო გადაიღო
10:08 / 15-01-2020
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ დააკავეს ადამიანი, რომელმაც გადაიღო კადრი, სადაც ასახულია, როგორ ხვდება უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
დაკავებულის ვინაობა უცნობია.
თავის მხრივ, ირანელი ჟურნალისტი, რომელიც ლონდონში მუშაობს და რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ვიდეო, აცხადებს, რომ მისი წყარო უსაფრთხოდაა.