loader

ვიდეოში ჩანს, როგორ იღვრება თვითმფრინავიდან საწვავი სკოლის სათამაშო მოედანზე; დაშავებულია 17 ბავშვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოში ჩანს, როგორ იღვრება თვითმფრინავიდან საწვავი სკოლის სათამაშო მოედანზე; დაშავებულია 17 ბავშვი

სამგზავრო თვითმფრინავიდან, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულ დაჯდომას ახორციელებდა, გადმოღვრილი საწვავი ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის სპორტულ მოედანზე დაიღვარა, რის შედეგადაც 17 ბავშვი მსუბუქად დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქ კადაჰის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს, ძირითადად, კანის დაზიანებები და სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ძრავში წარმოქმნილი პრობლემის გამო "დელტა ეარლაინის" თვითმფრინავი ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაჯდომის განსახორციელებლად ბრუნდებოდა და წონის შემსუბუქების გამო თვითმფრინავიდან ნავთობი გადმოღვარეს.