loader

პირველი კადრები ესპანეთიდან, სადაც ალიკანტეს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ესპანეთიდან, სადაც ალიკანტეს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

ესპანეთის ქალაქ ალიკანტეს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი აეროპორტის ტერმინალის სახურავზე გაჩენილი ძლიერი ხანძარი გახდა.

ინციდენტის შედეგად, ავიარეისები ახლომდებარე აეროპორტებში გადამისამართდა, მგზავრები კი რეისების შეფერხებების შესახებ გააფრთხილეს.

აეროპორტიდან თვითმფრინავების ევაკუაციაც განხორციელდა. ამ დროისთვის ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

აეროპორტის ტერმინალში ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.