loader

ავსტრალიის რამდენიმე შტატში ძლიერი წვიმა წამოვიდა, ხანძარი მნიშვნელოვნად შესუსტებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიის რამდენიმე შტატში ძლიერი წვიმა წამოვიდა, ხანძარი მნიშვნელოვნად შესუსტებულია

ავსტრალიაში მოსულმა ძლიერმა წვიმებმა ხანძარი მნიშვნელოვნად შეასუსტა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

სინოპტიკოსების ვარაუდით, ავსტრალიის სამ შტატში - ვიქტორიაში, ახალ სამხრეთ უელსსა და ქუისლენდში, რომლებიც ტყის ხანძრებისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, წვიმა 2-3 დღეს კიდევ გაგრძელდება.

სახანძრო სამსახურების განცხადებით, ცეცხლის კერები მთლიანად არ ჩაქრება, თუმცა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში სექტემბერში გაჩენილ ტყის ხანძრებს დღემდე ებრძვიან. სტიქიას 29 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაღუპულია მილიონობით ცხოველი და განადგურებულია 2,500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.