loader

ესპანეთის ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 3 კილომეტრის მოშორებით მყოფი ადამიანი ემსხვერპლა: სათვალთვალო კამერაში კატასტროფის მასშტაბი ჩანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთის ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 3 კილომეტრის მოშორებით მყოფი ადამიანი ემსხვერპლა: სათვალთვალო კამერაში კატასტროფის მასშტაბი ჩანს

ესპანეთის ქალაქ ტარაგონაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. დაღუპულია, სულ მცირე, ერთი და დაშავებულია რვა ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება, რომელიც ბარსელონიდან 115 კილომეტრში მოხდა, იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 50 კილომეტრის რადიუსში გაისმა და სახლების კედლებიც კი შეარყია. მათ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ცეცხლის ალი და კვამლის დიდი სვეტი ჩანს.

ტარაგონაში, რომელიც კატალონიის რეგიონში მდებარეობს, 2015 წლიდან 1,200 ჰექტარი ქიმიური ჰაბი - ChemMed-ი ფუნქციონირებს, რომელიც სიდიდით ყველაზე დიდი ასეთი სახის ჰაბია სამხრეთ ევროპაში.