loader

კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთის 9-მილიონიან ქალაქში მოძრაობას შეწყვეტენ ავტობუსები, მეტრო და რკინიგზა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთის 9-მილიონიან ქალაქში მოძრაობას შეწყვეტენ ავტობუსები, მეტრო და რკინიგზა

ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვის დაწესებით ხელისუფლება ცდილობს, კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს.

დღეიდან 9-მილიონიან ქალაქში მოძრაობას შეწყვეტენ ავტობუსები, მეტრო და რკინიგზა. გარდა ამისა, უქმდება ავიარეისები უხანიდან ნებისმიერი მიმართულებით.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაავადების 571 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია.