loader

როგორ ამოჰყავთ ბავშვები და მოხუცები ნანგრევებიდან - მძაფრი და ემოციური კადრები თურქეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ამოჰყავთ ბავშვები და მოხუცები ნანგრევებიდან - მძაფრი და ემოციური კადრები თურქეთიდან

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, ინფორმაციას ტელეარხი NTV სამაშველო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 29 დაღუპულისა და 1466 დაშავებულის შესახებ .

24 იანვარს, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში, ელიაზიღის პროვინციაში მოხდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გარდა, თურქეთის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა. ბიძგები ასევე იგრძნეს ისრაელში, ერაყსა და სირიაში.

მიწისძვრის გამო, ბევრი ოჯახი იძულებული გახდა ღამე ქუჩაში გაეთენებინა.

მომდევნო დღეს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოინახულა. მან მიწისძვრის გამო სტამბოლში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რათა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ. პრეზიდენტმა ასევე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.