loader

მეტროში ნიღბის გარეშე შესული მამაკაცი პოლიციამ გამოაგდო - კადრები ჩინეთიდან, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტროში ნიღბის გარეშე შესული მამაკაცი პოლიციამ გამოაგდო - კადრები ჩინეთიდან, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს

ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 170 ადამიანია, ხოლო დადასტურებულმა შემთხვევებმა 7 700-ს გადააჭარბა. ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება. გუშინ, იაპონიიდან ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის შემდეგ, ვირუსი სამ პირს დაუდგინდა, რის შედეგადაც ქვეყანაში ამ დროისთვის დაინფიცირებულთა რაოდენობა 11 ადამიანს შეადგენს.

ვირუსის გავრცელება შეინიშნება ჩინეთის ისეთ რეგიონებში, სადაც ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა, მათ შორის, ტიბეტშიც.

როგორც ცნობილია, უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია იაპონიამ და აშშ-მა განახორციელეს. ავსტრალია, საფრანგეთი, ინდოეთი, სამხრეთი კორეა, გაერთიანებული სამეფო და თურქეთი საკუთარი მოქალაქეების გასაყვანად გეგმას ამზადებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.