loader

კადრები მადრიდიდან, რომლებსაც მთელი მსოფლიო დაძაბული აკვირდებოდა - როგორ დაეშვა ავარიულად ბოინგი, რომელსაც შასი დაუზიანდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები მადრიდიდან, რომლებსაც მთელი მსოფლიო დაძაბული აკვირდებოდა - როგორ დაეშვა ავარიულად ბოინგი, რომელსაც შასი დაუზიანდა

კანადის ავიახაზების ბოინგ 767-მა, რომლის ბორტზეც 128 მგზავრი იმყოფებოდა, მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. თვითმფრინავის ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პილოტმა აფრენიდან ცოტა ხანში განაცხადა, რომ ძრავში პრობლემა წარმოიშვა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, აფრენის დროს თვითმფრინავის საბურავიც დაზიანდა.

მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში სახანძრო და სასწრაფო სამედიცონო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული.

თვითმფრინავს მადრიდი-ტორონტოს რეისი უნდა შეესრულებინა.