loader

რა მდგომარეობაში იყო იმ თვითმფრინავის შასი, რომელიც წუხელ მადრიდში ავარიულად დაეშვა - კადრებს მთელი მსოფლიო დაძაბული უყურებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მდგომარეობაში იყო იმ თვითმფრინავის შასი, რომელიც წუხელ მადრიდში ავარიულად დაეშვა - კადრებს მთელი მსოფლიო დაძაბული უყურებდა

კანადის ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ 767-მა, რომლის ბორტზეც 128 მგზავრი იმყოფებოდა, მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. თვითმფრინავის ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პილოტმა აფრენიდან ცოტა ხანში განაცხადა, რომ ძრავში პრობლემა წარმოიშვა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, აფრენის დროს თვითმფრინავის საბურავიც დაზიანდა.

მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში სახანძრო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული.

თვითმფრინავს მადრიდი-ტორონტოს რეისი უნდა შეესრულებინა.