loader

ჩინელი მედდის ძალიან ემოციური შეხვედრა საკუთარ შვილთან: "ვირუსს რომ დავამარცხებთ, დაგიბრუნდები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინელი მედდის ძალიან ემოციური შეხვედრა საკუთარ შვილთან: "ვირუსს რომ დავამარცხებთ, დაგიბრუნდები"

ჩინელი მედდა, რომელიც ჰენანის პროვინციის საავადმყოფოში კორონავირუსს ებრძვის, საკუთარ ქალიშვილს "საჰაერო ჩახუტებას" უგზავნის. საავადმყოფოს პერსონალს გარესამყაროსთან კონტაქტი აქვს აკრძალული.

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 492-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "როიტერსი" ჩინეთის ეროვნულ ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 24 324-ს მიაღწია.

არსებული მონაცემებით, დღემდე ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ერთი ადამიანი ჰონგ-კონგში, ერთი კი ფილიპინებში ემსხვერპლა.

ჩინეთის გარდა, 27 ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 230 შემთხვევაა გამოვლენილი.



ასევე დაგაინტერესებთ: "მე ასეთი მასშტაბით, ასეთი გმირობა არსად არ მინახავს" - პაატა იმნაძის ემოციური მიმართვა მოსახლეობას

რა პირობებში უწევთ მუშაობა ვუჰანელ ექიმებს, რომლებიც კორონავირუსის ეპიცენტრში დაავადებულების გადარჩენას ცდილობენ