loader

მომენტი, როცა ბოინგი ასაფრენ ბილიკს დაენარცხა, მგზავრმა შემთხვევით გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომენტი, როცა ბოინგი ასაფრენ ბილიკს დაენარცხა, მგზავრმა შემთხვევით გადაიღო

სამგზავრო ბოინგი, რომელიც მოსკოვი-უსინსკის რეისს ასრულებდა, უსინსკის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. რუსული სააგენტოების ცნობით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 94 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 88 მგზავრი, დაფრენისას ასაფრენ ბილიკს კუდით დაეჯახა. დაშავებულები არ არიან.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარის მიზეზი შასის გაუმართაობა იყო. დაჯდომის დროს, ლაინერი წინა მხარით, ბილიკზე მოცურდა.

სხვა დეტალები უცნობია.