loader

ინციდენტი ვენა-სტამბოლის რეისზე - დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე თვითმფრინავის მეთაურმა გონება დაკარგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინციდენტი ვენა-სტამბოლის რეისზე - დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე თვითმფრინავის მეთაურმა გონება დაკარგა

თურქეთის ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინის“ კუთვნილ თვითმფრინავში, რომელიც ვენა-სტამბოლის რეისს ასრულებდა, ინციდენტი მოხდა. თვითმფრინავის მეთაურმა დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე გონება დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მომხდარის გამო, თვითმფრინავის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში დასმა მეორე პილოტს მოუხდა. მან მომხდარის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობა და ლაინერის დასმა შეძლო.

თვითმფრინავს დაშვებისთანავე სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახვდა, რომელმაც გონებადაკარგული მეთაური საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.