loader

"აფეთქების ხმას რომ გაიგებ, გაიცინე" - როგორ ცდილობს მამა, 3 წლის შვილი ფსიქოლოგიური ტრავმისგან დაიცვას ქალაქში, სადაც ჭურვები ცვივა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აფეთქების ხმას რომ გაიგებ, გაიცინე" - როგორ ცდილობს მამა, 3 წლის შვილი ფსიქოლოგიური ტრავმისგან დაიცვას ქალაქში, სადაც ჭურვები ცვივა

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, აბდულა მოჰამადი და მისი სამი წლის შვილი სალვა არიან აღბეჭდილები. კადრებში ჩანს, როგორ იცინის მამა-შვილი ბომბების აფეთქების ხმაზე. იდლიბში მცხოვრები მამა ცდილობს, შვილი ფსიქოლოგიური ტრავმისგან დაიცვას და ქალაქში აფეთქებების ხმა თამაშის ნაწილად წარმოაჩინოს. 

შეგახსენებთ, გაეროს მონაცემებით, პირველი დეკემბრიდან მოყოლებული, სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქები და სოფლები 900 000-მა ადამიანმა დატოვა. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვებია.