loader

რამდენი მანეთია პუტინის ხელფასი და რა რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტს, როცა პენსიონერმა ქალმა ამის შესახებ ჰკითხა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი მანეთია პუტინის ხელფასი და რა რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტს, როცა პენსიონერმა ქალმა ამის შესახებ ჰკითხა?

პეტერბურგელი პენსიონერი ქალი ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტის ხელფასით დაინტერესდა. მოხუცმა პუტინს იმის შესახებაც ჰკითხა, იცის თუ არა, რამდენი მანეთია დღეში საჭირო, რომ უბრალო ადამიანმა მაღაზიაში პროდუქტები შეიძინოს და შეძლებდა თუ არა ის თვეში 10 800 მანეთად ცხოვრებას? როგორც რუსული მედია იტყობინება, პრეზიდენტმა ამაზე უპასუხა, რომ "ეს ძალიან ძნელია". ამის შემდეგ პენსიონერმა ქალმა ეჭვი გამოთქვა, რომ პრეზიდენტს ამაზე გაცილებით მაღალი ხელფასი აქვს.

"არა მარტო მე, სხვებს გაცილებით მაღალი ხელფასები აქვთ. პრეზიდენტს არ აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი" , - უპასუხა მას პუტინმა.

ცნობისთვის: რუსული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს პუტინის შემოსავალი 8,648 მლნ მანეთს შეადგენდა. შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტის შემოსავალი თვეში 720 000 მანეთია, - წერს topnews.ru.