loader

პირველი კადრები საშინელი ავიაკატასტროფის შემდეგ: ერთმანეთს ჰაერში ორი თვითმფრინავი შეეჯახა - ყველა ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები საშინელი ავიაკატასტროფის შემდეგ: ერთმანეთს ჰაერში ორი თვითმფრინავი შეეჯახა - ყველა ადამიანი დაიღუპა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის თავზე ავიაკატასტროფა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ჰაერში ორი თვითმფრინავი შეეჯახა. ორივე ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაღუპულია ორი მფრინავი და ორი მგზავრი. ორივე თვითმფრინავი მცირემოტორიანი იყო, რომელთაგან ერთი კერძო, ხოლო მეორე საფრენ სკოლას ეკუთვნოდა.

წინასწარი ინფორმაციით, მფრინავებს, შესაძლოა, ერთმანეთი ღრუბლის გამო ვერ დაენახათ.