loader

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო - ნახეთ, როგორ ტესტავენ მას მოხალისეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო - ნახეთ, როგორ ტესტავენ მას მოხალისეზე

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სიეტლში კორონავირუსის ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო. ტესტირებას შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტი ატარებს.
პროცესში ჩართულია რამდენიმე ათეული მოხალისე. პირველი ტესტირება კი 43 წლის ქალზე ჩატარდა. მისი თქმით, ეს უნიკალური შესაძლებლობაა კარგი საქმის გასაკეთებლად. ვაქცინის სახელია mRNA-1237. კვლევებმა უნდა აჩვენოს ვაქცინის უსაფრთხოება და იმუნურ სისტემაზე დადებითი ზემოქმედება. ვაქცინის შექმნის პროცესი ე.წ. სარსის და მერსის ვირუსებზე ჩატარებული კვლევების გამოცდილებამ დააჩქარა. ვაქცინა შეიცავს COVID-19 ვირუსისგან კოპირებულ უვნებელ გენეტიკურ კოდს.
ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის საბოლოო ეტაპამდე მიყვანას კიდევ თვეები დასჭირდება.
მონაწილეებს ვაქცინის 2 დოზა ინტერვალებით გაუკეთდებათ მკლავზე. ექიმები კი ვაქცინის ორგანიზმზე ზემოქმედებას დააკვირდებიან.
მსოფლიოში კოვიდ-19-ის ვაქცინაზე ათეულობით მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს. მათი მთავარი სამიზნე ვირუსის ცილოვანი გარსია, რომლის საშუალებითაც ვირუსი ადამიანის უჯრედში აღწევს. მისი წვეტოვანი ცილის დაბლოკვის შემთხვევაში ადამიანი ვირუსით აღარ დაინფიცირდება.