loader

"ხალხი ქუჩებში დადის, სადილებს და დღესასწაულებს მართავენ სასტუმროებში და ნიღბებს არ ატარებენ" - რას ამბობს იტალიაში მყოფი ჩინელი ექსპერტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხალხი ქუჩებში დადის, სადილებს და დღესასწაულებს მართავენ სასტუმროებში და ნიღბებს არ ატარებენ" - რას ამბობს იტალიაში მყოფი ჩინელი ექსპერტი

ჩინელი ექსპერტები, რომლებიც იტალიაში ჩავიდნენ, აცხადებენ, რომ ზომები, რომელიც ქვეყანამ მიიღო საკმარისი არ არის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"უხანში ქალაქის კარანტინის შემდეგ ერთ თვეში, ჩვენ ვხედავთ ინფიცირების შემთხვევების კლებას. აქ, მილანში, რომელიც ყველაზე რთული რეგიონია კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებით, მკაცრი კარანტინი არ მოქმედებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ მუშაობს და ხალხი ქუჩებში დადის, სადილებს და დღესასწაულებს მართავენ სასტუმროებში და ნიღბებს არ ატარებენ. ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა მოქალაქე ჩაერთოს კორონავირუსთან ბრძოლაში",-განაცხადა ჩინეთის წითელი ჯვრის ვიცე-პრეზიდენტმა, სან შუოპენგმა.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ იტალიაში ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.