loader

რამდენად რეალურია, რომ უპრეცედენტო დატვირთვის გამო მსოფლიოს ინტერნეტის მოხმარების საფრთხე დაემუქროს - "ალ-ჯაზირა" ექსპერტების შიშებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენად რეალურია, რომ უპრეცედენტო დატვირთვის გამო მსოფლიოს ინტერნეტის მოხმარების საფრთხე დაემუქროს - "ალ-ჯაზირა" ექსპერტების შიშებზე

Youtube-ი ევროკავშირის მასშტაბით მაუწყებლობის ხარისხს შეამცირებს, რათა მოახდინოს ინტერნეტის უპრეცედენტოდ მაღალ მოხმარებასთან გამკლავება. ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს.

ამასთან, ევროკავშირმა Netflix-ს ხარისხის შემცირებისკენ მოუწოდა, რათა ინტერნეტის მოხმარებას საფრთხე არ შეექმნას. მსოფლიოს მასშტაბით, ოფიციალური პირები პლატფორმებს სთხოვენ, შეწყვიტონ მაღალი ხარისხის ვიდეოების ჩვენება.

ევროკომისარი ტიერი ბრეტონი კი მომხმარებლებს მიმართავს და სთხოვს, არ გამოიყენონ HD ხარისხი, თუ ამის აუცილებლობა არ არის.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ინტერნეტის მოხმარებამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ექსპერტები შიშობენ, რომ შესაძლოა, სერვერებმა მსგავს ზეწოლას ვერ გაუძლოს.