loader

მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს

მოლეკულური ბიოლოგიის მკვლევარებმა ჩინეთიდან გაარკვიეს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს, რომელიც გახდა ახალი COVID-19 პანდემიის მიზეზი მსოფლიოში, შეუძლია ადამიანის უჯრედებში შეიჭრას არა მხოლოდ ACE2 რეცეპტორით, არამედ სხვა გზითაც, კერძოდ, უჯრედის მემბრანული მოლეკულის სხვა ცილოვანი "წანაზარდით" - CD147- ით.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ ორგანიზმში შესაჭრელად ეს ვირუსი იყენებს ACE2 რეცეპტორს. თუმცა, იმის გამო, რომ ეს რეცეპტორი უხვად გვხვდება გულის, თირკმელებისა და სასქესო ორგანოთა უჯრედებში, ამ რეცეპტორით ვირუსთან ბრძოლა დააზიანებს აღნიშნულ ორგანოებს. ჩვენ გამოვყავით კიდევ ერთი ცილა, კიდევ ერთი რეცეპტორი მოლეკულისა, რომელზეც ასევე მიაქვს ახალ ვირუსს იერიში. ეს რამდენადმე აფართოებს ვირუსთან ბრძოლის შესაძლებლობათა არსენალს" – აცხადებენ მეცნიერები.

SARS-COV-2 ვირუსი, რომელმაც ჩინეთსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პნევმონიის აფეთქება გამოიწვია, ადამიანის ფილტვის უჯრედებში სწორედ ACE2 რეცეპტორებით იჭრება. ამ ცილებით უხვად არის დაფარული ალვეოლების უჯრედები.