loader

პუტინი კორონავირუსით ინფიცირებულებთან შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი კორონავირუსით ინფიცირებულებთან შევიდა

პუტინი კორონავირუსით ინფიცირებულებთან სპეციალური ეკიპირებით შევიდა. რუსეთის პრეზიდენტმა ის პაციენტები მოინახულა, რომლებიც მოსკოვის #40 საავადმყოფოში არიან მოთავსებული. პუტინთან საუბარში საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა დენის პროცენკომ განაცხადა, რომ რუსეთი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს. მე, როგორც ექიმი ანესთეზიოლოფ-რეანიმატოლოგი ვთვლი, რომ საჭიროა მზად ვიყოთ იტალიური სცენარისთვისაც, - აღნიშნა ექიმმა. პროცენკოს აზრით, მოსკოვში პროცესები ზუსტად იტალიური სცენარით წავა, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ მოვლენები ე.წ. აზიური ანუ ჩინური სცენარით განვითარდება, ანუ ეპიდემია აპრილ-მაისისთვის უკან დახევას დაიწყებს, ქვეყანა მაინც ყველაზე მძიმე სცენარისთვის უნდა იყონ მზად.

რუსეთის პრეზიდენტმა პაციენტები მოინახულა და გაწეული შრომისთვის ექიმები შეაქო. მისი აზრით, მათი გამოჯანმრთელებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. მოსკოვის #40 საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 412 პაციენტი მკურნალობს.