ფილიპინებზე ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რომელიც რეისს ტოკიოს მიმართულებით ასრულებდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მათი ცნობით, თვითმფრინავს მანილას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც აფეთქდა.
ბორტზე ექვსი მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავში იყო კანადის მოქალაქე, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროებოდა.