ათონის მთის მონაზონი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს - მონასტერი მომლოცველებისთვის დაიხურა
19:43 / 29-03-2020
არსებული ინფორმაციით, ათონის მონასტერში მცხოვრები მონაზონი, დელეგაციასთან ერთად, ინგლისში იმყოფებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმავე მონასტრის სხვა მონაზვნებსაც იგივე სიმპტომები აღენიშნებათ, რომლებიც ამ დროისთვის საკუთარ კელიებში კარანტინში რჩებიან.
ეს არის პირველი დარეგისტრირებული შემთხვევა, როდესაც ათონის მთა კორონავირუსის გამო მომლოცველებისთვის დაიხურა.