loader

CNN: აშშ ქათმების საიდუმლო ფერმაში, СOVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად მილიონობით კვერცხს იყენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

CNN: აშშ ქათმების საიდუმლო ფერმაში, СOVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად მილიონობით კვერცხს იყენებს

"სი-ენ-ენი" აშშ-ის საიდუმლო ფერმების შესახებ იუწყება, სადაც, გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ქათმები კვერცხებს, რომელთაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. ეროვნული უსაფრთხოების გამო ადგილი გასაიდუმლოებულია და მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა თუ იცის ფერმის მდებარეობა, - იუწყება "სი-ენ-ენი".
მათ მიერ მომზადებული რეპორტაჟის მიხედვით, ყოველდღე ათასობით ასეთი კვერცხი შესაბამის უწყებაში გადააქვთ, სადაც მათ იცავს როგორც დაცვა, ასევე სახელმიწფოს მიერ დაფინანსებული მრავალმილიონიანი უსაფრთხოების სისტემა.
თუმცა ეს კვერცხები საუზმისთვის ნამდვილად არ არის. ისინი შესაძლოა მოგვევლინოს, როგორც გრიპის საწინააღმდეგო აცრის წყარო.
ბოლო 80 წელია, მსოფლიოს დიდი ნაწილი სწორედ ქათმის კვერცხებს იყენებს, რათა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნას. 1 კვერცხით შესაძლოა 1 ვაქცინის შექმნა, აშშ-მა კი, მხოლოდ ამ სეზონზე, ამისთვის 140 მილიონი კვერცხი გამოიყენა.