loader

რა სტრატეგიით ებრძვის გერმანია კორონავირუსის გავრცელებას, რომლის დახმარებითაც, სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სტრატეგიით ებრძვის გერმანია კორონავირუსის გავრცელებას, რომლის დახმარებითაც, სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

გერმანია კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, სადაც COVID 19-ით სიკვდილიანობის საშუალოდ 1-პროცენტიანი მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამოუვარდება იტალიის 10 და ესპანეთის 8-პროცენტიან მონაცემს. ინფექციასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატების რამდენიმე მიზეზი სახელდება.

გერმანია კორონავირუსს თავიდანვე სერიოზულობით მიუდგა და ფაქტობრივად, 2-3 კვირა მოიგო. მათ ყველაზე მნიშვნელოვან ხერხებს - ინტენსიურ ტესტირებასა და კარანტინს მიმართეს, თანაც უფრო დროულად, ვიდრე - სხვა ქვეყნებმა.

ქვეყანამ წარმატებას მიაღწია მონიტორინგშიც. დაინფიცირების პირველი შემთხვევა 28 იანვარს, ბავარიაში დაფიქსირდა. იმ ადამიანის პოვნას, ვინც პაციენტი დააინფიცირა, მხოლოდ 2 დღე დასჭირდა. შედეგად, მისი ყველა კონტაქტის გამოკვლევა და კარანტინში გადაყვანა მოხერხდა.



ავტორი: ეკა აბაშიძე