loader

იტყუება თუ არა ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით: რა წერია აშშ-ის დაზვერვის ახალ ანგარიშში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტყუება თუ არა ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით: რა წერია აშშ-ის დაზვერვის ახალ ანგარიშში

ჩინეთი მალავს კორონავირუსის პანდემიის მასშტაბებს, მათ შორის, დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას - ნათქვამია აშშ-ის დაზვერვის მიერ თეთრი სახლისადმი წარდგენილ დოკუმენტში.
პირებმა, რომლებმაც თეთრ სახლს წარუდგინეს დოკუმენტაცია, ანონიმურად ყოფნა არჩიეს. მათი განცხადებით, ჩინეთის ოფიციალური სტატისტიკა კორონავირუსით დაინფიცირებულებზე არასრულია. მეტიც, დაზვერვის სამსახურის ორი პირის განცხადებით, ჩინეთის მიერ წარდგენილი რიცხვები "ყალბია“.
როგორც გამოცემა BLOOMBERG-ი იუწყება, ანგარიში თეთრ სახლს გასულ კვირას წარუდგინეს.