loader

ინტენეტში COVID-19-ის "მკურნალობის" მცდარი მეთოდების შესახებ ვრცელდება - ყურადღებით, ეპიდემიასთანაც და "INFO-დემიასთანაც" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტენეტში COVID-19-ის "მკურნალობის" მცდარი მეთოდების შესახებ ვრცელდება - ყურადღებით, ეპიდემიასთანაც და "INFO-დემიასთანაც"

“ჩვენ არ ვებრძვით ეპიდემიას, ჩვენ ვებრძვით ინფოდემიას“ – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი. ამ განცხადების შემდეგ ეპიდემია პანდემიაში გადაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა დეზინფორმაციული ნიუსების რიცხვიც.
დეზინფორმაციის კარგი მაგალითია ანონიმური ე.წ ექსპერტები, რომლებიც თუნდაც იმას აცხადებენ, რომ თითქოს, ისრაელში covid-19ის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
რასაკვირველია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, იმდენად რამდენადაც ისრაეულში ბოლო მონაცემებიტ სულ მცირე 6,211 შემტხვეაა დაფიქსირებული.
თუმცა, გარდა ახალი კორონავირუსის შემტხვევების არაზუსტი რიცხვებისა, დეზინფორმაციული წყაროები, ასევე, შეიცავენ ისეთ ინფორმაციებს, როგორებიცაა კორონავირუსის განკურნების მცდარი მეთოდების დასახელება. მათ შორის, ფეისბუქზე ატაცებული ცნობილი პოსტი, რომლის მიხედვით თითქოს, კორონავირუსს - სოდა, კლავს“ და იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. ეს დეზინფორმაციაა!