loader

კაცი, რომლის გადაწყვეტილებითაც საბერძნეთმა ტაძრები დახურა - "7 შვილის მამაა, კვირაობით ეკლესიაში გალობს... "კორონავირუსის სასწაულმოქმედს" ეძახიან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაცი, რომლის გადაწყვეტილებითაც საბერძნეთმა ტაძრები დახურა - "7 შვილის მამაა, კვირაობით ეკლესიაში გალობს... "კორონავირუსის სასწაულმოქმედს" ეძახიან"

პანდემიისა და სხვადასხვა ქვეყნებში ათასობით გარდაცვლილთა ფონზე ისეთი ქვეყნები, რომლებმაც შეძლეს ეპიდემიის ფატალური შედეგების მაქსიმალური შემცირება, განსაკუთრებით იპყრობენ ყურადღებას. ასეთია, მაგალითად, საბერძნეთი. ოფიციალურ ათენში მთავრობის მზადყოფნამ და მოსახლეობის მხრიდან ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებამ, მნიშვნელოვნად შეამცირა covid-19-ის გავრცელება.
„ეს ადამიანი 7 შვილის მამაა, კვირაობით ეკლესიაში გალობს. ის ყოველთვის მშვიდად, იმედის მომცემი ტონით საუბრობს, მას მთელი საბერძნეთი უსმენს" - სწორედ ასე ახასიათებენ ბერძენ ეპიდემიოლოგ სოტირის ცოდრასს, რომელსაც ბერძნები „კორონავირუსის სასწაულმოქმედს“ ეძახიან. მას "ერის გადამრჩენელსაც" კი უწოდებენ. როგორც რუსული კომერსანტი იწუეყბა, მისი რეიტნგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი შოუბიზნესის ვარსკვლავის.