loader

"ჩვენ ვერთიანედებით საქართველოსთვის" - რუსეთში მცხოვრები ქართველები ვიდეომიმართვას ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ ვერთიანედებით საქართველოსთვის" - რუსეთში მცხოვრები ქართველები ვიდეომიმართვას ავრცელებენ

"ჩვენ ვერთიანედებით საქართველოსთვის" - რუსეთში მცხოვრები ქართველები ვიდეომიმართვას ავრცელებენ:

"ჩვენო ძვირფასო მეგობრებო და თანამემამულენო, მოგმართავთ თხოვნით გავერთიანდეთ საქართველოსთვის. როგორც მოგეხსენებათ რუსეთში ვართ ძალიან ბევრი ქართველი. ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ჩვენს საქართველოს.
ამჟამად საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, კერძოდ კორონავირუსიდან გამოწვეული მდგომარეობით, საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ამ ფაქტმა დიდი პრობლემა შეუქმნა ისედაც უკვე გაჭირვებულ ხალხს: სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მოხუცებულებს, მარტოხელა დედებს და სხვა მიზეზით გამოწვეულ ულუკმაპუროდ დარჩენილ ოჯახებს. მე შევძელი საკუთარი სახსრებით 11 ოჯახით მცირედით დახმარება, მაგრამ შეტყობინებები არ წყდება. უამრავი ოჯახი აღმოჩნდა გაუსაძლის პირობებში. ამჟამად 200მდე მომართვაა ჩვენთან შემოსული. გთხოვთ გავერთიანდეთ ვისაც რისი საშუალებაც გვაქვს, დახმარების ხელი გავუწოდოთ, რამენაირად და გადავატანინოთ ეს ურთულესი პერიოდი მათ. გამოქვეყნებული იქნება ყველა იმ კეთილი ადამიანის ჩარიცხვების სქრინშოტები ჩვენს გვედზე. აქვე აიტვირთება ვიდეომასალა თითოეული დახმარებული ოჯახის. ძალა ერთობაშია, მეგობრებო!"


ვიდეო: გვერდი "ვერთიანედებით საქართველოსთვის"