X
რა უთხრა რომის პაპმა მათ, ვინც იმაზე ფიქრობს, თუ რა აკლია თვითიზოლაციისას
17:48 / 06-04-2020
რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა. მან მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის გამო იზოლაციაში ყოფნისას არ იფიქრონ იმაზე, თუ რა აკლიათ, არამედ იმაზე - თუ როგორ შეუმსუბუქონ სხვებს ტანჯვა.

„იქნებ ვიზრუნოთ მათზე, ვინც იტანჯება და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. იქნებ არ ვიყოთ კონცენტრირებულნი იმაზე, რაც გვაკლია და ვიფიქროთ, თუ რა სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ სხვებს“, - აღნიშნა რომის პაპმა.

იერუსალიმში იესო ქრისტეს შესვლასთან დაკავშირებულ დღესასწაულს, როგორც წესი, პალმისა და ზეთისხილის ხის რტოებით ათობით ათასი ადამიანი ერთად ზეიმობს წმინდა პეტრეს მოედანზე, ხოლო მსვლელობაში კარდინალები, მღვდლები და მორწმუნეები მონაწილეობენ, თუმცა ამჯერად სიმბოლურ პროცესიაში მხოლოდ 20-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ისინიც საზოგადოებრივი დისტანციის დადგენილ ნორმებს იცავდნენ. ​მესა ტელევიზიებით და ონლაინარხებით გადაიცემოდა.

წელს კათოლიკური სამყარო წმინდა აღდგომის დღესასწაულს 12 აპრილს იზეიმებს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
Tik-Tok-ი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ცალკე ქვეყნებად მოიხსენიებს - პოლიტიკური სარჩული თუ უბრალოდ ხარვეზი
"დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!.. უტას ეკუთვნის და გიულის არ ეკუთვნის?" - რა ინციდენტი შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია? 
მობილური კავშირგაბმულობის ევოლუცია 1-დან 5G-მდე: რა უპირატესობები აქვს 5G-ს, როგორ შეცვლის ის ჩვენს ყოფით ცხოვრებას და როგორი იქნება კავშირგაბმულობის მომავალი მის შემდეგ
"ღმერთო, მართლა დაგვეხმარე!" - რა ხდება ქავთარაძეზე
"ძალიან მეშინია, ვერაფრით ვხვდები, რა არის, სამსახურში მივდიოდი და დამხვდა" - კადრები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან
შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი
2020 წლის "ბოლო ზარის" ჰიმნი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია,  კლიპს ინტერნეტში განიხილავენ - "მორჩა სკოლა, დაიშალეთ, დავაი დაიზარიატკეთ"