loader

მოსალოდნელი სახიფათო შედეგები "კორონა-თაობის" ბავშვებისა და სტუდენტებისთვის და დიდი კრიზისები ისტორიიდან, რამაც თაობათა ბედი განსაზღვრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსალოდნელი სახიფათო შედეგები "კორონა-თაობის" ბავშვებისა და სტუდენტებისთვის და დიდი კრიზისები ისტორიიდან, რამაც თაობათა ბედი განსაზღვრა

როგორც ამბობენ, კორონავირუსით, ძირითადად, ხანშიშესული ადამიანები ავადდებიან, თუმცა, „ევრონიუსის“ მიხედვით, covid-19 ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ახალგაზრდებსა და მათ სამომავლო შესაძლებლობებზე იქონიებს.

ხშირ შემთხვევაში, სწორედ დიდი კრიზისები ხდება თაობის ბედის განმსაზღვრელი. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომმა საზოგადოება სამუდამოდ შეცვალა, რაც გამოიხატა ქალებისთვის სამუშაო ადგილების შექმნით, სურსათის სამინისტროს დაარსებითა და თუნდაც დაკონსერვებული საკვების წარმოება/გავრცელებით. ბევრი რამ, რასაც ახლა ჩვენ მოცემულობად ვიღებთ, თავდაპირველად სწორედ დროებითი ზომების მიღების მიზნით შეიქმნა, თუმცა დროდადრო საზოგადოება მიეჩვია ცვლილებებს და ეს ყველაფერი ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად აქცია.