loader

დრონის კადრებში ჩანს, როგორც ხდება ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილი მიუსაფარი მოქალაქეების მასობრივი დასაფლავება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დრონის კადრებში ჩანს, როგორც ხდება ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილი მიუსაფარი მოქალაქეების მასობრივი დასაფლავება

დასავლური მედია კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორც ხდება ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილების მასობრივი დასაფლავება. ჰერმეტულ კოსტიუმებში ჩაცმული მუშები უზარმაზარ ორმოში ჩაწყობილ კუბოებს მიწას აყრიან. ეს ადგილი ჰარტ აილენდია, სადაც იმ მიცვალებულებს მარხავენ, რომელთაც ნათესავები არ ჰყავთ და მათი დაკრძალვა არ შეუძლიათ.
ნიუ-იორკის შტატში Covid-19-ის შემთხვევათა რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა და 159 937-ს მიაღწია. გარდაცვლილია 7 000 ადამიანი. მთლიანობაში აშშ-ში დაფიქსირდა 462 000 შემთხვევა და დაიღუპა თითქმის 16 500 ადამიანი.