loader

ყველა ევროპული ქვეყანა, სადაც კორონავირუსის გამო მიღებულ მკაცრ შეზღუდვებს ამსუბუქებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველა ევროპული ქვეყანა, სადაც კორონავირუსის გამო მიღებულ მკაცრ შეზღუდვებს ამსუბუქებენ

ევროპაში საკარანტინო სივრცეების რაოდენობა, საჭიროებიდან გამომდინარე, იზრდება. მკაცრდება ზომებიც. თუმცა არსებობენ ქვეყნები, რომლებიც აცხადებენ, რომ დადგენილი მკაცრი ზომებისა და შეზღუდვების შესამსუბუქებლად უკვე მზად არიან.

დანია ამსუბუქებს შეზღუდვებს გადაადგილებაზე. ოთხშაბათიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს კვლავ შეეძლებათ სკოლასა და საბავშვო ბაღში სწავლის გაგრძელება. დანია ევროპაში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა და ასევე ერთ-ერთი პირველი გახდება, რომელიც ამ შეზღუდვებს შეარბილებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა არ ჩავკეტოთ იმაზე უფრო დიდხანს, ვიდრე საჭიროა", - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა მეტე ფრედერიქსონმა.

როგორც ჩანს, ქვეყანაში ვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობას სურს, რომ ეკონომიკამ ისევ დაიწყოს მუშაობა.