loader

დონალდ ტრამპის ბრძოლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპის ბრძოლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი?

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება დროებით შეაჩერა. პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუჩერონ დაფინანსება იქამდე, ვიდრე შეისწავლიან "ჯანმოს როლს პანდემიის არასწორ მართვასა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში". ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები 60-დან 90 დღის ვადაში შეისწავლის ორგანიზაციის მმართველობაში დაშვებულ შეცდომებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთის მხარე დაიჭირა. "მათ ჩემი გადაწყვეტილება ჩინეთთან მოგზაურობის შეწყვეტის თაობაზე გააკრიტიკეს. ისინი ბევრ რამეში ცდებიან" - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, შეერთებულ შტატებს ორგანიზაციის ბიუჯეტში წელიწადში 400-500 მილიონი დოლარი შეაქვს, რაც 10-ჯერ აღემატება ჩინეთის მიერ გაკეთებულ შენატანს.