loader

"გერმანია აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც კორონავირუსის ეპიდემიამდე იყო" - გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გერმანია აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც კორონავირუსის ეპიდემიამდე იყო" - გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ ქვეყანას მოუწევს, ახალ ჩვეულ რეალობას მოერგოს, ვინაიდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო ის აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც წინათ იყო, - ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ავრცელებს.

"გერმანიაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო, რამაც მოგვცა საშუალება, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნილიყავით. ეს მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გადავდივართ ახალ ჩვეულ რეჟიმზე. გერმანია არ იქნება ისეთი, როგორც მანამდე იყო. ამას სჭირდება ეტაპობრივი მიდგომა. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არის ახალი ვირუსი. ეს არის ახალი სიტუაცია და ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ", - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.